|
2022-04-19 15:09:07, 1201 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფელი წინაგარას მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ინფორმაციით, უკანონო პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ კანიაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. „უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.“-ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კანიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 9 დეკემბერს დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)