|
2022-04-19 10:48:17, 948 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტასა" და რუმინეთის ფოსტას „Posta Romana"- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე წლის აპრილის თვეში „საქართველოს ფოსტას", რუმინეთიდან, ფოსტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა" და რუმინეთის ეროვნულ ოპერატორს „Posta Romana"- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა" ავრცელებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მომსახურების სფეროში ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისი ტექნიკური და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლას. ასევე, საფოსტო ქსელისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით საფოსტო გზავნილების იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა ქვეყნებს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და „Posta Romana"- ს ხელმძღვანელმა ვალენტინ სტეფანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)