|
2022-04-15 15:10:53, 853 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 16 და 17 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საკურას ყვავილობის ღონისძიება ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე წარუძღვება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, დამთვალიერებლები კი შეძლებენ, შეიძინონ იაპონური ჩაი, თემატური ხელნაკეთი ნივთები, ასევე, გაეცნონ იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნებასა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ იაპონურ თემატიკაზე შესრულებულ ნამუშევრებს. "ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება. ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ ორი დღის განმავლობაში, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება." - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)