01:38 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 12:15:51, 1259 ნახვა

მსოფლიო
პოლნეთის პრეზიდენტმა რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვისა და აქტივების გაყინვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის ნახშირის მიწოდებაზე აკრძალვას და აქტივების გაყინვას გულისხმობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი კანონი სანქციების სიის შექმნის შესაძლებლობას იძლევა, რომელშიც შესულია ყველა რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებსაც შეეხებათ სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვა.

გარდა ამისა, კანონი ასევე ითვალისწინებს, ქვანახშირისა და კოქსის იმპორტის აკრძალვას რუსეთიდან და ბელორუსიიდან, მათ შორის ამ რესურსების ტრანზიტს პოლონეთის ტერიტორიაზეც.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, არაა გამორიცხული ის, რომ დეფოლტის შემთხვევაში რუსი პირები, 20 მილიონ ზლოტამდე ოდენობის თანხით დაჯარიმდნენ.

აკრძალალულია ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის სიმბოლოების გამოყენებაც. კანონის დარღვევა ეს ფაქტი ასევე ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან საერთოდ თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics