|
2022-04-13 23:06:13, 1700 ნახვა
სამხედრო
აშშ კიევს 800 მილიონი დოლარის იარაღს გაუგზავნის - მათ შორის სამხედრო ვეტრფრენებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ, ამგვარად, თეთრი სახლი უკრაინას 2,4 მილიარდ დოლარზე მეტ იარაღს გამოყოფს. ახალი პაკეტი, ბაიდენის თქმით, მოიცავს "ბევრ ეფექტურ იარაღს", რომელიც ადრე გადაეცა უკრაინულ ძალებს, ისევე როგორც ახალ საშუალებებს, რომლებიც საჭიროა ახალი "რუსეთის ფართო შეტევის აღმოსავლეთ უკრაინაში" მომზადების ფონზე. „ეს ახალი აქტივები მოიცავს საარტილერიო სისტემებს, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტრანსპორტიორებს. მე ასევე დავამტკიცე ვერტმფრენების გადაცემა“, - განაცხადა ბაიდენმა. პენტაგონის არსენალიდან იარაღის გადაცემის გარდა, შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს მოკავშირეებთან, რათა ასევე გაუგზავნოს მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უკრაინას, დასძინა პრეზიდენტმა. თეთრი სახლის განცხადება მოჰყვა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მორიგი სატელეფონო საუბრის შემდეგ, სადაც მათ განიხილეს კიევისთვის დამატებითი სამხედრო და ფინანსური დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს შეახსენა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი მძიმე იარაღი, მათ შორის არტილერია, ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო თვითმფრინავები რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)