|
2022-04-09 11:39:25, 1579 ნახვა
მსოფლიო
იაპონიამ რუსული ნახშირის იმპორტი სრულად აკრძალა
იაპონიამ რუსული ნახშირის იმპორტი სრულად აკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მიიღო. "რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობითა და ატომური ელექტროსადგურების თავდასხმით არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ეს უპატიებელი ომის დანაშაულებია. იაპონია უკრაინის გვერდით დგას". - ამბობს ფუმიო კიშიდა. აღსანიშნავია, რომ იაპონია შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნებს, რომლემაც მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესეს, რაც ნახშირის იმპორტის აკრძალვასა და ბანკების, კერძოდ პირების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ქალიშვილების მიმართ შეზღუდვების დაწესებას მოიცავდა. გარდა ამისა, გუშინ იაპონიამ 8 რუსი დიპლომატი გააძევა. ქვეყანამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის ქმედების საპასუხოდ, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის გამო მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)