|
2022-04-09 10:43:36, 1166 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონის განცხადების საფუძველზე, საფრანგეთის ელჩი პოლონეთში საგარეო უწყებაში გამოიძახეს
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ ქვეყნის ელჩი პოლონეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა. ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა Le Parisien-თან ინტერვიუში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიეცკი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის არის „ულტრამემარჯვენე ანტისემიტი, რომელიც კრძალავს ლგბტ ადამიანებს“. შეგახსენებთ, რომ მორავიეცკი აკრიტიკებდა მაკრონის გადაწყვეტილებას რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან არაერთი სატელეფონო ზარის გამართვის შესახებ, რის შემდეგაც მაკრონსა და მორავიეცკის დაპირისპირება, სულ უფრო გაღვივდა. მაკრონმა თქვა რომ „ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს საფრანგეთის სახელით, რათა თავიდან ავიცილოთ ომი და ავაშენოთ ახალი არქიტექტურა ევროპაში მშვიდობისთვის რამდენიმე წლის წინ”.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)