|
2022-04-08 18:10:11, 1454 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო - მსოფლიოში პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე 443 რუსი დიპლომატი გააძევეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე გააძევეს 443 რუსი დიპლომატი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან პარტნიორმა სახელმწიფოებმა გააძევეს რუსული დიპლომატიური ინსტიტუტების 443 თანამშრომელი.", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო რუსეთის ფედერაციის ომს უკრიანაში რუსი დიპლომატების გაძევებით ეხმაურება. "დიპლომატების გაძევება იყო პარტნიორების პასუხი რუსი დიპლომატების დივერსიულ ჯაშუშურ საქმიანობაზე. დასავლეთმა დარტყმა მიაყენა რუსეთის უნარს განახორციელოს აგრესიული პოლიტიკა, შეარყიოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და ხელი შეუშალოს უკრაინის დახმარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)