|
2022-04-08 15:20:21, 1422 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები სანქცირებულთა სიაში დაამატა. ბრიტანეთის სანქციების სიის განახლების მიხედვით, პუტინის ზრდასრულ ქალიშვილებს, კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას, ამასთანავე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილს, სერგეევნა ვინოკუროვას შეზღუდვები დაუწესდებათ. მანამდე, პუტინის შვილებსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლსა და შვილს სანქციები აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამაც დაუწესა. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბრიტანეთმა და სხვა დასავლელმა მოკავშირეებმა სანქციების რამდენიმე ტალღა გამოაცხადე, რომლები მიზნად ისახავს მოსკოვის მდიდარი ელიტის, ძირითადი ინდუსტრიებისა და მათი საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში წვდომის შეზღუდვას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)