|
2022-04-08 11:57:50, 1049 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესმა რუსეთისთვის ვაჭრობის უპირატესი ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დამატებითი ეკონომიკური ზიანის მიყენებას მხარი დაუჭირა და მას უპირატესი ქვეყნის სავაჭრო სტატუსი ჩამოართვა, ასევე ნავთობის იმპორტი აუკრძალა. სენატმა ერთხმად, 100-0 ხმით მხარი დაუჭირა ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების სტატუსის ჩამორთმევას რუსეთისთვისა და მისი მოკავშირე ბელარუსისთვის. კონგრესმა დამტკიცებული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატას გადაუგზავნა, რომელმაც მას მხარი სწრაფადვე დაუჭირა, შემდეგ კი, კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს აღნიშნულ ზომებს და ხელს მოაწერს კანონპროექტებს. სავაჭრო კანონპროექტი საშუალებას აძლევს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, გაზარდოს ტარიფები რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)