|
2022-04-07 13:44:51, 1311 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ კიდევ 51 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. ამჯერად, კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 51 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. ფართების დაკანონება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს. ეს ჩემი მერობის პირველი ვადის საარჩევნო დაპირება იყო და ვასრულებთ კიდეც. უკვე ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. მომავალში ყველას დავეხმარებით, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, თავისივე რაიონის გამგეობას უნდა მიმართოს, სადაც შესაბამისი დოკუმენტების შეგროვებაში დაეხმარებიან. „300 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართია უკვე გადაცემული, როგორც კერძო საკუთრება და დაკანონებულია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც აქ წლებია ცხოვრობენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის პროცესს გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონების გამგებლები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)