00:23 - 26 Jul, 2026
|
2022-04-05 20:45:41, 1332 ნახვა
მსოფლიო
გაეროში აშშ-ს წარმომადგენელი რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვას ითხოვს
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვა მოითხოვა, რაც გენერალურ ასამბლეაში კენჭისყრას საჭიროებს. მისი თქმით, რუსეთი არ უნდა იკავებდეს ხელმძღვანელ პოსტს ორგანოში, რომლის მთავარ მიზანსაც ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენს. ლინდა ტომას-გრინფილდი აღნიშნავს, რომ არაპროვოცირებული ომისა და ჰუმანიტარული კრიზისის შემდეგ, რუსეთის მონაწილეობა ზიანს აყენებს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სანდოობას. "დღითიდღე ნათელი ხდება, თუ რამდენად მცირე პატივს სცემს რუსეთი ადამიანის უფლებებს". - თქვა ლინდა თომას-გრინფილდმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)