00:23 - 26 Jul, 2026
|
2022-04-05 15:44:11, 604 ნახვა
მსოფლიო
ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ოკუპანტების ყოფნა ბირთვულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
Energoatom-ის ხელმძღვანელი პეტრ კოტინი აცხადებს, რომ რუსული ბირთვული კორპორაციის Rosatom-ის თანამშრომლების ყოფნა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საფრთხეს უქმნის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას. „სადგურზე „როსატომი“ თანამშრომლები არიან. გაუგებარია, რას აკეთებენ ისინი იქ. ისინი იქ არ უნდა იყვნენ. ეს უკვე საფრთხეს უქმნის თავად ობიექტის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას. სადგური ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, ყველა იქ მომუშავე პერსონალზე ზეწოლა ხდება“, - აღნიშნა კოტინმა. მისი თქმით, რუსული ჯარების მიერ სადგურის ოკუპაციის გამო, ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი 4 მარტს დაამყარეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)