|
2022-04-05 15:15:36, 779 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვა - რუს სამხედროებს, რომლებმაც ბუჩაში ადამიანები დახოცეს, უკრაინაში სპეციალური მისიით აბრუნებენ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსი სამხედროები, რომლებმაც ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს, უკრაინაში კვლავ ბრუნდებიან. უწყების ცნობით, ისინი "ცხელ" წერტილში, სავარაუდოდ ხარკოვში "სპეციალური დავალებით" დაბრუნდებიან. "რუსეთის ფედერაციის 35-ე სამხედრო არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადა, რომლის სამხედროებმა ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები და წამება ჩაიდინეს, უკრაინის ტერიტორიაზე ბრუნდებიან. 4 აპრილის მდგომარეობით, ბრიგადა უკრაინიდან ბელარუსში, ქალაქ მოზირთან გადაიყვანეს. 6 აპრილამდე პერსონალს სარკინიგზო ტრანსპორტით რუსეთში, ბელგოროდში გადაიყვანენ, მხოლოდ ორდღიანი დასვენების შემდეგ, ისინი გეგმავენ უკრაინაში დაბრუნებას ერთ-ერთ "ცხელ" წერტილში(სავარაუდოდ- ხარკოვის მიმართულებით). როგორც წესი, რუსული ქვედანაყოფები, რომლებიც ტოვებენ საბრძოლო ზონას, გაცილებით მეტ დროს იღებენ დასვენებისთვის, ასეთი განრიგი კი მიუთითებს იმაზე, რომ 64-ე ბრიგადას "სპეციალური დავალებები" აქვს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)