|
2022-04-04 19:02:22, 580 ნახვა
მსოფლიო
ლიეტვა და ლატვია რუსეთის ელჩებს ქვეყანას ატოვებინებენ
ლიეტუვა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს აქვეითებს და რუსეთის ელჩს ქვეყანას ატოვებინებს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დღეს, 4 აპრილს, განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქ კლაიპედაში რუსეთის საკონსულო დაიხურება და ლიეტუვის ამჟამინდელი ელჩი მოსკოვში ქვეყანაში დაბრუნდება. ლანდსბერგისის თქმით, ესაა პასუხი რუსეთის სამხედრო აგრესიასა და მისი შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკ დანაშაულებზე უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბუჩას შემზარავ ხოცვა-ჟლეტაზე. გარდა ამისა, ლანდსბერგისის განცხადებით, უკრაინაში ლიეტუვის ელჩი კიევში დაბრუნდება. ლატვიამ ასევე შეამცირა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე. რიგის ელჩს მოსკოვიდან გაიწვევს, ხოლო რუსეთის ელჩი ლატვიაში მიიღებს ბრძანებას, დატოვოს ქვეყანა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)