|
2022-04-04 13:08:06, 688 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ამზადებენ პაკეტს რუსეთისა და ბელარუსის სრული სატრანსპორტო იზოლაციისთვის
პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი უახლოეს 48-72 საათში რუსეთისგან სრული იზოლაციის პროცესს დაიწყებენ, რაც რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსთან საზღვრების მთლიანად დახურვას მოიცავს. კერძოდ, შეწყდება ყველა სახის ტრანსპორტით რუსეთში საქონლის მიწოდება. - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მუსტაფა ნაიემ Telegram არხზე განაცხადა. "გასულ კვირას ჩვენ ოფიციალურად ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, შეეწყვიტათ ნებისმიერი საგზაო კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსთან. მადლობა ამ ქვეყნების სატრანსპორტო მინისტრებს, ველოდებით საბოლოო შედეგს", - განაცხადა ნაიემ. მისი თქმით, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციასთან და ბელორუსთან საზღვრები მთლიანად დაიხურება, რაც ნიშნავს, რომ ავტოკომუნიკაცია და ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი გახდება. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა დახურა ცა რუსული თვითმფრინავებისთვის, მათ შორის სატვირთო თვითმფრინავებისთვის. თუმცა რუსეთში საქონლის სახმელეთო გზით მიტანა მაინც ხდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)