01:19 - 26 Jul, 2026
|
2022-04-04 13:17:07, 673 ნახვა
მსოფლიო
ხარკოვში, რუსი ოკუაპნტების მიერ დაბომბვის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა
ხარკოვში, რუსი ოკუაპნტების მიერ სლობოდას რაიონის დაბომბვის შედეგად , წინასწარი მონაცემებით, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება. მათივე ცნობით, დაზიანდა 10-მდე სახლი, ასევე ტროლეიბუსის საწყობი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით). შსს -ს ინფორმაციით , დაშავებულებს სამხედროებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. დაჭრილები ხარკოვის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ცნობისთვის, 3 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, რუსმა დამპყრობლებმა რაიონული ცენტრის სლობოდსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს ცეცხლი გაუხსნეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)