|
2022-04-03 17:06:51, 815 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - შეძრწუნებული ვარ, ომის დანაშაულის ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ
შეძრწუნებული ვარ ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ გავრცელებული ცნობებით,- ასე ეხმიანება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსებისგსნ გათავისუფლებული ქალაქი ბუჩადან გავრცელებულ ცნობებს. როგორც ფონ დერ ლაიენი "ტვიტერზე" წერს, იმის დანაშაულის ჩამდენებმა "პასუხი უნდა აგონ". "შეძრწუნებული ვარ ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ გავრცელებული ცნობებით იმ ადგილებიდან, რომელიც რუსეთმა დატოვა. სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება. ომის დანაშაულის ჩამდენები პასუხი უნდა აგონ,"- წერს ურსულა ფონ დერ ლაინი. შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ. განთავისუფლებული ქალაქი ბუჩას მერმა თქვა, რომ 300 მცხოვრები დაიღუპა რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს, ხოლო მსხვერპლი ნახეს მასობრივ საფლავში, ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)