09:19 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 16:05:54, 830 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე კონკურსის ”მე–ომბუდსმენი 2014” ფინალისტების დაჯილდოებას დაესწრო

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების კოორდინატორმა საქართველოში ევა პასტრანამ კონკურსის „მე-ომბუდსმენი 2014“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

2014 წელს ინოვაციური, ვებ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კონკურსი „მე–ომბუდსმენი“ მეხუთედ გაიმართა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500–მდე გუნდმა (1500 მოსწავლე) მიიღო მონაწილეობა. ფინალური რაუნდის ნაშრომები 3 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

არჩილ თალაკვაძე ღონისძიებაზე მიწვეული იყო როგორც სახალხო დამცველის ყოფილი მრჩეველი, რომელმაც წლების წინ კონკურსის „მე ომბუდსმენი“-ს იდეა და პროექტი შეიმუშავა და ევროკავშირის მხარდაჭერით დააფუძნა.

პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს ლეპტოპები (hp), მეორე ადგილზე გასულებმა პლანშეტური კომპიუტერები (iPad Air) და მესამე ადგილზე გასულებმა მინი პლანშეტური კომპიუტერები (iPad mini). ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლემ კი სამახსოვროდ სერტიფიკატები და საკანცელარიო ნივთებით სავსე ზურგჩანთები მიიღეს.

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics