|
2022-04-03 14:41:19, 966 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელებმა ბელარუსის საზღვრის მონაკვეთზე და ქალაქ პრიპიატის ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინეს
უკრაინის სადესანტო ნაწილებმა კონტროლი აიღეს უკრაინასა და ბელარუსის შორის მდებარე საზღვრის მონაკვეთზე და კიევის რეგიონის, ქალაქ პრიპიატის ტერიტორიაზე. ”3 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმის ჯარების ნაწილებმა კონტროლი აიღეს ქალაქ პრიპიატის ტერიტორიასა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე ბელარუსის რესპუბლიკასთან. ჩვენ ვაგრძელებთ საბრძოლო მისიების შესრულებას! ერთად გამარჯვებამდე! დიდება DShV-ს! დიდება უკრაინას!", - წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)