01:19 - 26 Jul, 2026
|
2022-04-03 13:14:45, 938 ნახვა
მსოფლიო
რუსული არმიისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ბუჩაში 300-ზე მეტი მოქალაქე მოკლული იპოვეს
უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. განთავისუფლებული ქალაქი ბუჩას მერმა თქვა, რომ 300 მცხოვრები დაიღუპა რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს, ხოლო მსხვერპლი ნახეს მასობრივ საფლავში, ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო. ცნობისთვის, უკრაინელმა ჯარებმა დაიბრუნეს კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი და პირველად, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, დედაქალაქის რეგიონს სრულად აკონტროლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)