|
2022-04-03 12:18:33, 1282 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, მზად არიან აშშ-ის ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე განალაგონ
პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ვარშავა მზად არის აშშ-ის ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე განალაგოს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია გერმანულ გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, პოლონელები ვაშინგტონის ინიციატივას ელოდებიან და მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა მოსკოვის შეკავებას. „ამერიკელებმა რომ მოგვთხოვონ პოლონეთში ამერიკული ბირთვული იარაღის შენახვა, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა მოსკოვის შეკავებას“, - თქვა კაჩინსკიმ. ამავდროულად, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ პოლონეთში ამერიკული ბირთვული იარაღის განლაგება ჯერ არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ "მალე ეს შეიძლება შეიცვალოს". ცნობისთვის, რუსების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ოკუპანტები რამდენჯერმე ღიად დაემუქრნენ პოლონეთს „უკრაინის აღების“ შემდეგ მათ ტერიტორიაზე "შემოჭრით".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)