02:41 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 11:55:05, 1078 ნახვა

მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

აშშ უკრაინას დამატებით 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

დახმარების პაკეტი მოიცავს: ლაზერულად მართვად სარაკეტო სისტემებს, ტაქტიკურ დრონებს, ჰამვისებს, ღამის ხედვის მოწყობილობებს, ტყვიამფრქვევებსა და მედიკამენტებს მოიცავს.

„ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსული ძალების მოგერიების გმირული ძალისხმევის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 2,3 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება უკრაინისთვის.

ამასთან, გუშინ, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსეთისა და ბელარუსის 120 სახელმწიფო პირს თავდაცვის, საჰაერო და საზღვაო სექტორში, სანქციები დაუწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics