|
2022-04-01 14:20:28, 668 ნახვა
ეკონომიკა
GITA - ს მხარდაჭერით GLOBALIZE სილიკონის ველზე პირველ კონფერენციას გამართავს
Globalize კალიფორნიაში, სილიკონის ველიზე პირველ კონფერენციას გამართავს, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. - ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, Globalize Silicon Valley Conference თავს მოუყრის ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს სხვადასხვა შტატებიდან, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებს და მოწვეულ სპიკერებს, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ ინვესტიციებსა და მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში არსებული ტენდენციები. „ღონისძიების მიზანია, დამყარდეს საჭირო კავშირები სტარტაპებსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს შორის, რათა სამომავლოდ, მოხდეს მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების, ტექნოლოგიების გაზიარება, სტარტაპებში ინვესტირება თუ მხარდაჭერა ამერიკის ბაზრის ათვისების კუთხით. სტარტაპებს არაერთხელ ექნებათ საშუალება გააცნონ თავიანთი კომპანია აუდიტორიას და ინვესტორებს, ფიჩინგის, B2B შეხვედრების თუ „ნეთვორქინგ ივენთების“ მეშვეობით. კონფერენციაზე 20-მდე სპიკერი იქნება წარმოდგენილი. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა Google, Meta, Cisco და სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში დიდი გამოცდილების მქონე ქართველები. აღნიშნული ღონისძიება ქართული სტარტაპებისთვის წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად, ინოვაციური იდეების გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. კონფერენციის გარდა, 14 აპრილს გაიმართება Globalize x Startup Grind Tech Reception, სადაც ქართულ დიასპორასთან ერთად, თავს მოიყრიან ინვესტორები სილიკონის ველიდან, რაც დამატებითი შესაძლებლობა იქნება ქართული სტარტაპებისთვის, ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის,“- წერია განცხადებაში. ცნობისთვის, GLOBALIZE წარმოადგენს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს ადაპტაციაში და ხელს შეუწყობენ მათ ლოკალურ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთის, კომპანიას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)