|
2022-04-01 12:17:44, 750 ნახვა
მსოფლიო
Reuters - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მარცვლეულის 6 საცავი გაანადგურეს, რაც სასურსათო დეფიციტს გამოიწვევს
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, ოკუპანტებმა სულ მცირე ექვსი მარცვლეულის საცავი გაანადგურეს. - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ინფორმაციას, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, მარცვლეულის საცავებზე მიტანილი იერიშზე მეტყველებს აშშ-ის ხელისუფლების ხელთ არსებული ფოტოსურათები. „რუსეთის მიერ მარცვლეულის საცავების დაზიანება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ახდენს პუტინის ომი პირდაპირ გავლენას უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე და საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში. ვინაიდან, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები დამოკიდებული არიან უკრაინიდან ხორბლის ექსპორტზე, სურსათის ამ მარაგებისა და საწყობების განადგურებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დეფიციტი და ფასების ზრდა ისედაც დაუცველ ეკონომიკის მქონე ქვეყნებში“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)