|
2022-03-31 17:47:27, 1026 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც „არამეგობრულ ქვეყნებს“ გაზს მხოლოდ რუბლში მიყიდის
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას არამეგობრულ ქვეყნებთან რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე. „ასეთი არამეგობრული ქვეყნების კონტრაქტორებს ვთავაზობთ მკაფიო და გამჭვირვალე სქემას. რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად მათ უნდა გახსნან რუბლის ანგარიში რუსულ ბანკებში. სწორედ ამ ანგარიშებიდან მოხდება 1 აპრილიდან მიწოდებული გაზის საფასურის გადახდა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მანამდე, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა ინიციატივით, არამეგობრული ქვეყნებისთვის რუსეთს გაზი რუბლებში მიეყიდა. G7-ის ქვეყნებმა - გერმანიამ, დიდი ბრიტანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, აშშ-მა, კანადამ და იაპონიამ - განაცხადეს, რომ გაზის საფასური რუბლით არ გადაიხდიან. კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი არ აპირებს ქველმოქმედებას: თუ რუბლით გადახდა არ იქნება, მაშინ დასავლეთისთვის გაზი არ იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)