|
2022-03-31 17:35:39, 760 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - რუსული ჯარები უკრაინიდან კი არ გადიან, არამედ გადაჯგუფდებიან
რუსული ჯარები უკრაინიდან კი არ გადიან, არამედ გადაჯგუფდებიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად აწარმოებდა მოლაპარაკებებს სტამბოლში გამართულ დიალოგზე, რადგან მოსკოვის სამხედრო მიზანი უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ არ შეცვლილა. „ჩვენი დაზვერვის თანახმად, რუსული ქვედანაყოფები უკან კი არ იხევენ, არამედ განლაგდებიან. რუსეთი ცდილობს გადაჯგუფდეს, განაახლოს და გააძლიეროს შეტევა დონბასის რეგიონში", - დასძინა სტოლტენბერგმა. მოსკოვი აცხადებს, რომ ახლა ყურადღებას ამახვილებს დონბასის რეგიონის „გათავისუფლებაზე", რაზეც სტოლტენბერგი ამბობს, რომ მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიებზე დამატებითი შეტევა, რაც უფრო მეტ ზიანს მოიტანს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)