|
2022-03-31 16:18:12, 457 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან და შპს საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორ თენგიზ ნასარიძესთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. სოფელ ჭალადიდში, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისაგან 4,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, შედეგად, 1050 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობისა და საკარმიდამო ეზოების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს. „სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას. ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მიერ, დაახლოეობით, 500 მლნ ლარია ამ მიმართულებით დახარჯული. ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების სამუშაოები დავათვალიერეთ. სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების მასშტაბური სამუშაოების შედეგად, დასავლეთ საქართველოში, შესაძლებელი გახდება ძალიან დიდი ფართობები მოექცეს ეკონომიკურ ბრუნვაში და ისინი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის იქნას გამოყენებული“, -განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 2012 წლიდან დღემდე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 47 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში, დამატებით, 22 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შესაძლებელია გამოყენებული იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)