04:12 - 26 Jul, 2026
|
2022-03-31 15:32:31, 699 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ბრაჩუკი - რუსეთი ოდესისა და სხვა რეგიონების დაბომბვას საკრუიზო რაკეტებით აპირებს
რუსეთი ოდესისა და სხვა რეგიონების დაბომბვას საკრუიზო რაკეტებით აპირებს, - ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა. „სამწუხაროდ, მაღალია სარაკეტო დარტყმის ალბათობა. საფრთხე მუდმივია. საუბარია, პირველ რიგში, კალიბრის ტიპის საზღვაო საკრუიზო რაკეტებზე“, - აღნიშნა სერგეი ბრაჩუკმა. მან აღნიშნა, რომ საკრუიზო რაკეტა დაფრინავს 800 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით დაპროგრამებული მდებარეობით. მას შეუძლია რამდენჯერმე შეცვალოს ტრაექტორია, ამიტომ მისი ჩამოგდება შეიძლება რთული იყოს: „მიუხედავად ამისა, ჩვენი ბიჭები ამას ძალიან კარგად ახერხებენ“. „ჩვენ არ ვნერვიულობთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საფრთხე არსებობს და მტერი უნდა განადგურდეს“, - დასძინა ბრაჩუკმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)