|
2022-03-30 16:37:12, 651 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პარლამენტმა მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის კანონპროექტი დაარეგისტრირა
უკრაინის პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალავს. დოკუმენტი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს და მასში შემავალი ეკლესიების აკრძალვას ითვალისწინებს. მოსკოვის საპატრიარქოს რელიგიურ თემებს, მონასტრებსა და რელიგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებს თავიანთი დაქვემდებარება კანონის ძალაში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეცვალონ. „წმიდა მიძინების კიევ-პეჩერსკის ლავრა, წმინდა მიძინების პოჩაევის ლავრა, წმინდა მიძინების სვიატოგორსკის ლავრა და სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ეკუთვნის ან გამოიყენება მოსკოვის საპატრიარქოს მიერ, უნდა გახდეს სახელმწიფოს საკუთრება და მათ მიერ მიღებული გადაწყევტილებები გაუქმებულია“, - ნათქვამია დოკუმენტში. კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული ეკლესიების მთელი საეკლესიო ქონების ნაციონალიზაცია კანონის მიღებიდან 48 საათში უნდა მოხდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)