|
2022-03-30 13:38:53, 715 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი - უკრაინაში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი პროგნოზირებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა შესაძლოა კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება. - ამის შესახებ მან UA-ს ეთერში განაცხადა. არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები დატოვებს კონტიგენტის ნაწილს კიევთან, რომლევიც შეეცდებიან ჩვენი ჯარის შეკავებას, არ დაუშვას მათი გადაყვანა რთულ მიმართულებებზე. მისივე თქმით, ჩერნიგოვიდან ჯარების გაყვანა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. "ჯარები, რომლებიც ადრე დედაქალაქის მახლობლად იყვნენ განლაგებულები, დონბასში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მიზნით განლაგდებიან, რაც შეეხება ქვეყნის სამხრეთს, კერძოდ ხერსონს, იქ უკრაინის შეიარაღებული ძალები ზუსტ ტაქტიკურ მოქმედებებს აწარმოებენ და რუსის სამხედროები თავდაცვაზე იმყოფებიან." - აცხადებს არესტოვიჩი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)