|
2022-03-30 12:22:24, 728 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის ჯარები მარაგის შესავსებად ბელარუსში ან სამშობლოში ბრუნდებიან
რუსული ქვედანაყოფები, რომლებმაც უკრაინასთან ომში დიდი დანაკარგები განიცადეს, სამშობლოში ან ბელარუსში რეორგანიზაციისთვისა და მარაგების შესავსებად დაბრუნდებიან, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული. „რუსეთის ქვედანაყოფები, დიდი დანაკარგების შემდეგ, იძულებულები იყვნენ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში ან ბელარუსში, რათა გადაფორმირებულიყვნენ და მარაგები შეევსოთ. ასეთი აქტივობა დამატებით ზეწოლას ახდენს რუსეთის ისედაც დაძაბულ ლოჯისტიკაზე და მეტყველებს იმაზე, თუ რა სიძნელეებს უქმნის რუსეთს თავისი ქვედანაყოფების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები უკრაინაში", - აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ რუსეთი, დიდი ალბათობით, გააგრძელებს სახმელეთო მანევრირების შესაძლებლობების კომპენსაციას მასიური საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებით. „რუსეთის მიერ გაკეთებული აქცენტები დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ შეტევებზე, ალბათ, მდუმარე აღიარებაა, რომ ის ცდილობს ერთზე მეტი მნიშვნელოვანი ხაზის მხარდაჭერას", - დასძინეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)