05:04 - 26 Jul, 2026
|
2022-03-30 10:16:41, 815 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 2 000-მდე სამხედრო შეიყვანა
რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რეკრუტირების მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე მე-4 (ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი) და მე-7 (აფხაზეთი) სამხედრო ბაზები გადაიყვანეს, რომლებიც სამხრეთ სამხედრო ოლქში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შედიან. მე-4 სამხედრო ბაზიდან ჩამოყალიბდა და უკრაინაში გაგზავნეს სამი ჯავშანტრანსპორტიორი 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან ორი ჯავშანტრანსპორტიორი და დაახლოებით 800 ადამიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)