|
2022-03-29 17:23:59, 704 ნახვა
მსოფლიო
მევლუთ ჩავუშოღლუ - უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწული
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე პროგრესს მიაღწიეს. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ზოგიერთ საკითხზე რუსეთისა და უკრაინის მხრიდან კონსენსუსი შედგა. „ეს ომი ახლა უნდა შეწყდეს. დღეს ვხედავთ, რომ შეხვედრაზე პროგრესი მიღწეულია. ზოგიერთ საკითხზე მიღწეული იქნა კონსენსუსი და ურთიერთგაგება. დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო რთული საკითხები უფრო მაღალ დონეზე განიხილება. დღის წესრიგში ჯერ მინისტრების, შემდეგ კი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაა“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს, თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლში გაიმართა. მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებს თურქეთის პრეზიდენტმა, რაჯეფ თაეფ ერდოღანმა მიმართა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთანავე, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეები დიალოგის მაგიდას უახლოეს დღეებში კვლავ მიუსხდებიან. უკრაინის დელეგაციაში განაცხადეს, რომ „სჭირდებათ ბევრი ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, როგორც გარანტი".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)