08:10 - 26 Jul, 2026
|
2022-03-25 16:28:22, 1060 ნახვა
მსოფლიო
გერმანიამ 250 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ათასობით უკრაინელმა ლტოლვილმა თავი გერმანიას შეაფარა. 25 მარტის მდგომარეობით, გერმანიის პოლიციამ 253,157 უკრაინელი ლტოლვილი დაარეგისტრირა. პოლონეთსა და გერმანიას შორის სასაზღვრო შემოწმების არარსებობის გამო, ქვეყანაში გადასული ლტოლვილების რეალური რაოდენობა, შესაძლებელია მნიშვნელოვნად მაღალი იყოს. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა. „გერმანიაში ჩასულ ლტოლვილთა უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან“, - აღნიშნა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)