|
2022-03-25 13:58:39, 1129 ნახვა
მსოფლიო
მედია - ოკუპანტების მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვისას, სავარაუდოდ, 300-მდე ადამიანი დაიღუპა
რუსი ოკუპანტების მიერ 16 მარტს, მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვას 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის საქალაქო საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს ვიწყებთ სამწუხარო ინფორმაციით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა. ბოლომდე არ გვინდა, რომ დავიჯეროთ ეს საშინელება. ბოლომდე გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველა გადარჩა, ვინც ოკუპანტების ტერორისტული ქმედების დროს თეატრის შენობაში იმყოფებოდა,- აღნიშნულია განცხადებაში. ამასთანავე, საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ მაშინ, როცა რუსული თვითმფრინავი მარიუპოლის დრამატულ თეატრს ბომბავდა, შენობის წინა და უკანა მხარეს გაკეთებული იყო წარწერა - „ბავშვები“, ნიშნად იმისა, რომ იქ მცირეწლოვნები იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)