|
2022-03-25 10:55:52, 2518 ნახვა
მსოფლიო
რუსი ოკუპანტების თავდასხმებს 1 000-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან 135 ბავშვია
რუსი ოკუპანტები მიზანმიმართულად ანადგურებენ საცხოვრებელ სახლებსა და არასამხედრო ობიექტებს, ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, რუსი ოკუპანტების თავდასხმას 1 000-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გაეროს მონაცემებით, დაღუპულებს შორის 214 მამაკაცი, 160 ქალი, 14 გოგონა და 24 ბიჭია. ამასთანავე, 571 დაღუპული ადამიაისა და 48 ბავშვის სქესი ჯერჯერობით დაუდგენელია. ამასთანავე, გაეროში აცხადებენ, რომ ადამიანთა უმეტესობა ასაფეთქებელ იარაღს - მძიმე არტილერიის, მრავალჯერატი სარაკეტო სისტემების, რაკეტებისა და სააერო დარტყმების შედეგად გარდაიცვალა. გარდა ამისა, უკრაინის გენერალური პროკურატურა ინფორმაციას დაღუპული ბავშვების შესახებ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიას უკვე 135 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 184 კი, დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)