|
2022-03-25 10:09:28, 844 ნახვა
მსოფლიო
ოლაფ შოლცი - გერმანია რუსულ გაზსა და ნავთობს რუბლით არ იყიდის
გერმანია რუსულ გაზსა და ნავთობს რუბლით არ იყიდის. - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა G7-ის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "არსებობს მყარი კონტრაქტები და მიწოდების ხელშეკრულებები, რაც გადახდას დოლარში ან ევროში ითვალისწინებს" - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ამასთან გერმანიის კანცლერმა,აღნიშნა რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიღებული სანქციები საგულდაგულოდ იყო მომზადებული, ქვეყნებმა გულდასმით განიხილეს, თუ რომელი სანქციები მოახდენს ყველაზე დიდ ეფექტს. „ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ზომები ძალიან ეფექტურია და ჩვენ მათ მუდმივად ვავითარებთ. ნავთობის, გაზის ან ნახშირის გარკვეული იმპორტის მქონე ქვეყნები არ აქცევენ ამ იმპორტს სანქციების რეჟიმის ნაწილად“, - განმარტა შოლცმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)