09:43 - 26 Jul, 2026
|
2022-03-24 18:16:10, 760 ნახვა
მსოფლიო
NATO აღმოსავლეთით თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდა
ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნატო გააძლიერებს თავდაცვას აღმოსავლეთში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. „ჩვენ გავააქტიურეთ ნატო-ს თავდაცვის გეგმები, განვათავსეთ ნატო-ს საპასუხო ძალების ელემენტები და 40 000 ჯარისკაცი ჩვენს აღმოსავლეთ ფლანგზე”, - წერია ნატო-ს ლიდერების ერთობლივ განცხადებაში. „ჩვენ ვზრდით ჩვენი საზოგადოებების და ჩვენი ინფრასტრუქტურის გამძლეობას რუსეთის მავნე გავლენის დასაპირისპირებლად. მათ შორის კიბერშეტევების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ნატო რუსეთს ომის დაუყოვნებელივ დასრულებისკენ, ბელარუსს კი ამ ომში თანამონაწილეობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)