|
2022-03-24 10:17:10, 670 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელში დღეს ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტები გაიმართება
ბრიუსელში დღეს NATO-ს, მოგვიანებით კი ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სამიტები უნდა დაიწყოს. სამიტებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება, რომელიც ბრიუსელში გუშინ ჩაფრინდა. ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის საგანგებო სამიტზე ლიდერები შეთანხმდებიან ნატოს-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერების შესახებ. "ველი, რომ ჩვენ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ მორგებული მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არიან რუსეთის ზეწოლის გამო. გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ხვალ მივიღებთ, შორსმიმავალი შედეგები ექნება. ჩვენი უსაფრთხოების ძირითადი გაძლიერება მოითხოვს დიდ ინვესტიციებს თავდაცვაში. ამიტომ, მე ველი, რომ მოკავშირეები დათანხმდებიან გააორმაგონ ძალისხმევა მეტი ინვესტიციისთვის. ამასთან, პოლონეთი გეგმავს, სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა დანიამაც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)