11:13 - 26 Jul, 2026
|
2022-03-23 20:16:30, 1156 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ჯანდაცვა - რუსმა ოკუპანტებმა სასწრაფოს 58 მანქანა ჩაცხრილეს და 6 ექიმი მოკლეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 58 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ჩაცხრილეს. შედეგად, 6 უკრაინელი მედიკოსი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ „ფეისბუკ“-ის გვერდზე განაცხადა. „ომმა ყველაფერი შეცვალა: გეგმები, პრიორიტეტები, მოსაზრებები. არასდროს მიფიქრია, რომ მედიცინის მუშაკებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტები შოვნა დაგვჭირდებოდა, მაგრამ რუსი ტერორისტების ქმედებები, რომლებმაც უკვე 58 სასწრაფო სამედიცინო მანქანა დაბომბეს და ჩვენი 6 მედიკოსი მოკლეს,იძულებულნი ვართ, ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა ვიქტორ ლიაშკომ. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ტყვიაგაუმტარი ჟილეტების პირველი პარტია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაკებს, უკვე გადაეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)