|
2022-03-23 17:57:20, 663 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება საერთოდ შეცვლის კონფლიქტის არსს
ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება საერთოდ შეცვლის კონფლიქტის ბუნებასა და არსს. - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, 24 მარტს ალიანსის საგანგებო სამიტზე ლიდერები შეთანხმდებიან ნატოს-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერების შესახებ. "ჩვენ გავაორმაგეთ ნატოს ჯარები. 40 000-მდე ჯარისკაცი მზადყოფნაშია, უბრალოდ ნატოს ბრძანებას ელოდება, ასევე იზრდება ჯარისკაცების რაოდენობა ამერიკის მხრიდანაც. დანარჩენ გადაწყვეტილებებს უკვე ხვალ მივიღებთ. რაც შეეხება ქიმიურ იარაღებს, პირველ რიგში, ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება საერთოდ შეცვლის კონფლიქტის ბუნებასა და არსს. ყველანაირად მიუღებელია ნებისმიერი სახის ქიმიური იარაღის გამოყენება,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)