12:53 - 26 Jul, 2026
|
2022-03-23 12:35:47, 719 ნახვა
მსოფლიო
მიხაილო პოდოლიაკი პარტნიორებს - სულ 4 ნაბიჯია საჭირო, რომ არ დაინახოთ ჩვენი მკვდარი ბავშვების თვალები სიზმარში
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ, შეცვალონ უკრაინაში ომის კურსი. ამის შესახებ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და საერთაშორისო პარტნიორებს 4 ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს. „ძვირფასო პარტნიორებო! არ გინდათ, რომ არ ნახოთ ჩვენი მკვდარი ბავშვების თვალები ან არ იგრძნოთ მარიუპოლის სუნი სიზმარში?! ამისთვის, მხოლოდ 4 ნაბიჯია საჭირო: თანამედროვე საჰაერო თავდაცვა, თუ არ შეგიძლიათ ცის დახურვა; საკრუიზო რაკეტები ან ჭურვები მძიმე რაკეტებისთვის; მკაცრი ემბარგო ნავთობზე; მთელ მსოფლიოში დახურული პორტები რუსული გემებისთვის“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)