12:54 - 26 Jul, 2026
|
2022-03-23 10:33:50, 819 ნახვა
მსოფლიო
რუბიჟნეში, ოკუპანტების მიერ მაღალსართულიანი შენობის დაბომბვას 3 პირი, მათ შორის, ორი ბავშვი ემსხვერპლა
უკრაინაში, ქალაქ რუბიჟნეში რუსული ჭურვი მაღალსართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი იუწყება. „სამშაბათს, დაახლოებით 20:00 საათზე მტრის ჭურვი რუბეჟნოეში მაღალსართულიან შენობას მოხვდა. მეხუთე სართულზე ჭურვი აფეთქდა. მაშველებმა სამი დაღუპული იპოვეს, მათ შორი, ორი ბავშვი“, - წერს სერგეი გაიდაი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. ამასთანავე, სერგეი გაიდაი აღნიშნავს, რომ მტერი არ ჩერდება და ჯიუტად აგრძელებს მშივოდბიანი მოსახლეობის დაბომბვას. „დღეს, კიდევ ერთხელ, მსოფლიო გაიგებს, რა არის ე.წ რუსული სამყარო - ეს არის პატარა ბავშვების სიკვდილი“, - წერს სერგეი გაიდაი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)