|
2022-03-22 12:11:14, 709 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი - პუტინის და ზელენსკის შეხვედრა უკრაინისთვის მშვიდობის გასაღებია
უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა არის მშვიდობის გასაღები, ასეთი სამიტი შესაძლოა ჩატარდეს მაშინ, როდესაც შემუშავებული იქნება შესაძლო კომპრომისები პირისპირ სასაუბროდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, იხაილ პოდოლიაკმა, BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ნებისმიერი პრინციპული გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებული იყოს მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან", - განაცხადა პოდოლიაკმა. პოდოლიაკის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ერთადერთი ადაიანი, რომელსაც ყველაზე ზუსტად ესმის ყველა ასპექტი იმია, თუ როგორ მიმდინარეობს ომი ორ ქვეყანას შორის. პოდოლიაკმა ვერ დაასახელა კონკრეტული თარიღი, როდისთვის შეიძლება შედგეს პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, რადგან აღნიშნული ჯერჯერობით უცნობია. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინამ აჩვენა თავისი საბრძოლო მზადყოფნა და ლოგისტიკური სიმწიფე და შეძლო, ომის ინფრასტრუქტურის აშენება და დასძინა, რომ ეს შესაძლებლობას ხდის, გაიმართოს სწორი მოლაპარაკებები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)