14:31 - 26 Jul, 2026
|
2022-03-21 22:48:41, 831 ნახვა
მსოფლიო
კასპის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის გამო, გზების გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა
„დიდთოვლობასთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - პანტიანში, ცხავერსა და გოსტიბეში მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის განცხადებით, „მოსული უხვი თოვლის გამო მაღალმთიან სოფლებში, გზებზე გადაადგილების პრობლემები შეიქმნა“. მისივე თქმით, გზების თოვლისგან გასაწმენდად გამოყენებულია ტექნიკური მარილი და მძიმე ტექნიკა. „ორი დღის განმავლობაში გაიწმინდა 14 სოფლის მისასვლელი გზა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ. ინფორმაცია ასევე, იუწყება, რომ სამუშაოები ა(ა)იპ "კასპის კეთილმოწყობა"-მ განახორციელა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)