14:30 - 26 Jul, 2026
|
2022-03-21 17:14:48, 812 ნახვა
მსოფლიო
13-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ხელი მოაწერა განცხადებას „უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდებელ აუცილებლობაზე“
13 ქვეყნის პარლამენტმა, მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას „უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდებელ აუცილებლობაზე“. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს ჩვენმა მეგობრებმა - ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას „უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდდებელ აუცილებლობაზე“, - წერს დეპუტატი. დეპუტატის თქმით, ყველა ეს ქვეყანა უკრაინის გვერდით დგას და მხარს უჭერს ქვეყანას, აქვე, დასძინა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ითხოვენ გადამწყვეტ მოქმედებას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)