|
2022-03-21 15:32:10, 659 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას - თქვენ გაქვთ ძალა, შეაჩეროთ ომი, ნუ აფინანსებთ რუსეთის სამხედრო მანქანას
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გერმანიას და ევროპის ქვეყნებს მიმართა, რომ შეწყვიტონ დაფინანსება რუსეთის „სამხედრო მანქანის“. მისი თქმით, მათ უნდა განახორციელონ რუსეთზე ზეწოლა, რათა ოკუპნატებმა უკრაინა დატოვონ. „გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ. ევროპას აქვს ძალა, ნებისმიერ რაკეტაზე ძლიერი, ნებისმიერ ტანკზე ძლიერი. თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთს ამ ომისთვის ფული აღარ ექნება. გთხოვთ, ნუ აფინანსებთ რუსეთის "სამხედრო მანქანას". არც ერთი ევრო ოკუპანტებისთვის! დახურეთ ყველა თქვენი პორტი, არ მიაწოდოთ სურსათი, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსზე. განახორციელეთ ზეწოლა, რათა რუსეთმა უკრაინა დატოვოს. მჯერა, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ, თითოეულმა ევროპელმა და გერმანელმა უნდა იმოქმედოთ, რათა ამ მშვიდობამდე მივიდეთ. - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)