15:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 15:41:33, 968 ნახვა

მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს. ამის შესახებ პრეზიდენტის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში , დულიპ სინგმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა შეეხოს რუსული ბანკებისა და ეკონომიკის სექტორების, მათ შორის, ნავთობისა და გაზის ჩათვლით არსებულ კომპანიებს. 

„ჩვენ შეგვიძლია, გავაფართოვოთ ჩვენი სანქციები, მივიღოთ დამატებითი ზომები, გავაფართოვოთ უკვე მიღებული სანქციები, დავამატოთ მეტი პირი. დავაწესოთ ისინი დიდ სექტორებზე", - განაცხადა სინგმა CBS-სთან ინტერვიუში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, სანქციების გაფართოება გავლენას მოახდენს „უამრავ ბანკსა და სექტორზე, რომელიც აქამდე არ დაზარალებულა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics