|
2022-03-21 14:22:30, 974 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - GORBI - ს კვლევებმა დაადასტურა, რომ პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რაც პრემიერმა მიიღო მხარდაჭერილია მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს. „შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია - ხორბალი, ფქვილი და ა.შ., ეს არის რეალობა; გარკვეული პროდუქცია შემოდის, გარკვეული პროდუქცია გადის. ჩვენ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა, მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად ავიცილო თავიდან მათთვის ზიანის მიყენება. შესაბამისმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ ეს პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რაც პრემიერ-მინისტრმა მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერილია მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის „GORBI“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა 64,5% სწორ ნაბიჯად მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)